რაგბის პირდაპირი ტრანსლაცია: პირველი რესპუბლიკის მოედანი ტრანსპორტისთვის გადაიკეტება

© Sputnik / STRINGERრაგბის ქართველი ქომაგები
რაგბის ქართველი ქომაგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩი ფლორენციაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის ფლორენციიდან პირდაპირი ტრანსლაციის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

რაგბის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა იტალიის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა

აღნიშნულ მოედანზე მოძრაობა აიკრძალება 10 ნოემბერს, 06:00 საათიდან 22:00 საათამდე. ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი ფლორენციაში სტადიონ „არტემიო ფრანკიზე" თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

„დღეს, 10 ნოემბერს, 16:30-ზე მოდი რესპუბლიკის მოედანზე, ერთად გავაგონოთ #ბორჯღალოსნებს საქართველოს ჰიმნი იტალიაში“, - მოუწოდებს საქართველოს რაგბის ფედერაცია გულშემატკივრებს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას, აღნიშნავენ შსს-ში.

ყველა ახალი ამბავი
0