თბილისური ნოემბერი – ქუჩის მუსიკა და ღამის ეკონომიკის ფორუმი

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში ნოემბერში გაიმართება ქუჩის მუსიკის ფესტივალი, ასევე ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მსმენელის წინაშე 150-მდე მუსიკოსი წარდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის ინფორმაციით, ქუჩის მუსიკის პროექტის ფარგლებში 150-მდე ქართველი მუსიკოსი 10 ნოემბერს აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და „დედაენის ბაღში" გამართავს კონცერტს. მუსიკოსები 15:00 საათიდან 22:00 საათამდე ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას თავის შემოქმედებას გააცნობენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქუჩის მუსიკოსებში. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ თავისი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა და ეს დამოკიდებულება, დახმარება და თანადგომა მერიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა თბილისის მერმა.

მამაკაცი გიტარით - Sputnik საქართველო
თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

გარდა ამისა, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში დედაქალაქში ღამის მერები, ურბანული განვითარებისა და კულტურის მენეჯმენტის დარგის ექსპერტები ჩამოვლენ. წელს აღნიშნულ ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„პარალელურად ფორუმის დღეებში კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ერთვებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ღამის ეკონომიკის განვითარებასა და ხელშეწყობაზე. ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, მაგრამ გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ", – განაცხადა კახა კალაძემ.

„ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ>>

ღამის თბილისის განვითარება კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი განცხადებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება ახალი სტარტაპების წახალისებასა და დედაქალაქის შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0