თბილისის ცენტრში 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი ააშენეს

© FB / Tbilisi City Hallმიწისქვეშა სადგომი ორბელიანის მოედანზე
მიწისქვეშა სადგომი ორბელიანის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ორბელიანის მოედანზე, სადაც აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, დასრულდა 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომის მშენებლობა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ორბელიანის მოედანზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის" მეორე ეტაპის ფარგლებში. პროექტის მიზანია ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა. პროექტის განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარია გამოყოფილი.

„წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება, რომლის შემდეგაც კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება", – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ტურისტები ექსკურსიაზე თბილისში - Sputnik საქართველო
ბრიტანულმა ჟურნალმა თბილისს ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი უწოდა

ორბელიანის მოედნის აღდგენის პროექტი ითვალისწინებს 20 მისამართის რესტავრაციას. აქედან სამუშაოები დასრულებულია ორ მათგანზე. ამას გარდა, რიგ მისამართებზე დამთავრებულია დეკორატიული ელემენტებისა და ლითონის მოაჯირების აღდგენა-რესტავრაცია.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებში განახლდება და მოწესრიგდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცე.

პროექტის ფარგლებში მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდება კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა.

ორბელიანის მოედანზე 2017 წელს მთლიანად განაახლეს საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი და მოაწყვეს ქსელები, რომლებიც ამ ზონაში აქამდე არ ფუნქციონირებდა. სამუშაოების ღირებულებამ 10 მლნ ლარი შეადგინა.

განახლებული აღმაშენებლის გამზირი „ევროპა ნოსტრას" გამარჯვებული გახდა>>

ორბელიანის მოედნის აღდგენის პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას.

 

ყველა ახალი ამბავი
0