მეტროსადგური „ავლაბარი“

სანამ არ გამოიკვლევენ - არ ააშენებენ: ექსპერტი მეტროს ახალი ხაზის შესახებ

105
მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი მიწადმოქმედების გენერალურ გეგმაში რეკომენდაციის სახითაა შეტანილი.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობის დაწყებამდე წინასწარი კვლევები უნდა ჩატარდეს, განაცხადა კომპანია City Institute Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ საინფორმაციო პორტალ Kvira-ს პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა პრეზენტაცია პროექტის „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“, რომლის ნაწილს წარმოადგენს თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა. მისი თქმით, დედაქალაქში აშენდება მიწისზედა მეტროსადგურები სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ამისათვის შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენება იგეგმება.

„მიმართულებაც ვიცით, ესაა ლილოს მიმართულება, ისმის ხშირად – რატომ დიდ დიღომში არა? რა თქმა უნდა, ბევრი მიმართულებითაა საჭირო მეტროს გაგრძელება, ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაჰყავს, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ არსებობს ინფრასტრუქტურა , დღეს გამოუყენებელი, რომელიც შეიძლება მერიამ გამოიყენოს მიწისზედა მეტროს მშენებლობისთვის ისე, რომ ძალიან დიდი ფინანასური საშუალებები არ დაიხარჯოს ამაში. ტრასა მოწყობილია, აქედან გამომდინარე ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი იქნება და სწორედ ამიტომაა საუბარი მიწისზედა მეტროზე“, - განაცხადა სალუქვაძემ.

სალუქვაძის თქმით, მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი მიწადმოქმედების გენერალურ გეგმაში რეკომენდაციის სახითაა შეტანილი. City Institute-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ ვერ მიადგებიან, ნიჩაბს ვერ დაარტყამენ და ვერ დაიწყებენ მშენებლობას, კვლევის გარეშე არცერთი ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება არ შეიძლება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

თბილისში მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები გაიხსნება >>

კითხვაზე, შემცირდება თუ არა მგზავრთნაკადი, სალუქვაძის პასუხის გაცემა გაუჭირდა. მან განაცხადა, რომ ყველაფერი კვლევის შედეგად გახდება ცნობილი.

„კვლევებმა უნდა დაადასტუროს რამდენად ეფექტური იქნება ეს მარშრუტი. ლილოს ბაზრობა, „ისთ ფოინთი“ ძალიან აქტიური მიმართულებაა. ჩვენ ახლა მაინც რუსთავისკენ ვიხედებით. რუსთავიდან რამდენი სამარშრუტო ავტობუსი შემოდის და გადის და ტვირთავს ქალაქს. ეს შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მეშვეობით“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა - 40 კილომეტრი, ხოლო მეორე ხაზის - 17.

სატრანსპორტო პოლიტიკა: რა სიახლეები იგეგმება დედაქალაქში >>

მიმდინარე წლის ივლისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ კომპანია City Institute Georgia-ს მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი მოიწონა. იგი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნეს. სალუქვაძის ვარაუდით, გენგეგმა მიმდინარე წლის ნოემბერში დამტკიცდება.

105
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)

კომენდანტის საათი თბილისში: უკაცრიელი ქუჩები კორონავირუსის წინააღმდეგ - ფოტო

71
(განახლებულია 14:58 08.05.2021)
  • დღისით და საღამოს საათებში სიცოცხლით სავსე სააკაძის მოედანი 9 საათის შემდეგ თითქოს კვდება
  • კომენდანტის საათის დადგომისთანავე თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან ცარიელდება
  • სულ რამდენიმე საათში ხიდი ისევ მანქანებით გადაივსება და საცობიც კი წამოიქმნება
  • ჯერ ათი საათიც არ არის და უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შუაღამე იყოს
  • ქუჩებში საოცარი სიჩუმე სუფევს, მხოლოდ იშვიათად ისმის აქა-იქ ხმაური
  • ახლა მაღაზიებიც ადრე იკეტება - მათი უმრავლესობა მუშაობას საღამოს შვიდისთვის ამთავრებს
  • კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანა-მიწოდებაზე მუშაობენ - ზოგი მათგანი 24 საათიან რეჟიმშიც კი
  • ამიტომ ღამის ქუჩებში იშვითად, მაგრამ მაინც გადააწყდებით მიწოდების სერვისის კურიერებს
  • კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მძღოლები სახლებისკენ მიიჩქარიან
  • ქუჩები თითქოს ხელის ერთი მოსმით ცარიელდება ცხრა საათის შემდეგ - უკვე ათის ნახევრისთვის თბილისი თითქოს უკაცრიელდება
  • პოლიციის შენობებში კი მუშაობა გრძელდება - სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებენ შეზღუდვების დაცვას
  • თუ ღამით მაინც ვინმე დალანდეთ ქუჩაში, ესე იგი მას გადაუდებელი საქმე აქვს
  • სიცარიელეა სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც
  • საგზაო-სარემონტო სამუშაოების უმეტესობაც კი წყდება ღამღამობით
  • თუ ამ ავტომობილისტებს სპეციალური ნებართვა არ აღმოაჩნდებათ, ჯარიმა ემუქრებათ
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთხელ მოითხოვეს აქციებზე კომენდანტის საათის გაუქმება, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ეფექტური ზომაა კორონავირუსის შესაჩერებლად. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა ცარიელი ქალაქიდან

ღამის განმავლობაში მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აკრძალული. „კომენდანტის საათი“ 21:00 საათზე იწყება და დილის 5 საათამდე გრძელდება.

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. 

მიუხედვად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 564 კაცით გაიზარდა. 

71
  • დღისით და საღამოს საათებში სიცოცხლით სავსე სააკაძის მოედანი 9 საათის შემდეგ თითქოს კვდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღისით და საღამოს საათებში სიცოცხლით სავსე სააკაძის მოედანი 9 საათის შემდეგ თითქოს კვდება

  • კომენდანტის საათის დადგომისთანავე თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან ცარიელდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კომენდანტის საათის დადგომისთანავე თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან ცარიელდება

  • სულ რამდენიმე საათში ხიდი ისევ მანქანებით გადაივსება და საცობიც კი წამოიქმნება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სულ რამდენიმე საათში ხიდი ისევ მანქანებით გადაივსება და საცობიც კი წამოიქმნება

  • ჯერ ათი საათიც არ არის და უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შუაღამე იყოს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯერ ათი საათიც არ არის და უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შუაღამე იყოს

  • ქუჩებში საოცარი სიჩუმე სუფევს, მხოლოდ იშვიათად ისმის აქა-იქ ხმაური
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქუჩებში საოცარი სიჩუმე სუფევს, მხოლოდ იშვიათად ისმის აქა-იქ ხმაური

  • ახლა მაღაზიებიც ადრე იკეტება - მათი უმრავლესობა მუშაობას საღამოს შვიდისთვის ამთავრებს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ახლა მაღაზიებიც ადრე იკეტება - მათი უმრავლესობა მუშაობას საღამოს შვიდისთვის ამთავრებს

  • კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანა-მიწოდებაზე მუშაობენ - ზოგი მათგანი 24 საათიან რეჟიმშიც კი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანა-მიწოდებაზე მუშაობენ - ზოგი მათგანი 24 საათიან რეჟიმშიც კი

  • ამიტომ ღამის ქუჩებში იშვითად, მაგრამ მაინც გადააწყდებით მიწოდების სერვისის კურიერებს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ამიტომ ღამის ქუჩებში იშვითად, მაგრამ მაინც გადააწყდებით მიწოდების სერვისის კურიერებს

  • კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მძღოლები სახლებისკენ მიიჩქარიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მძღოლები სახლებისკენ მიიჩქარიან

  • ქუჩები თითქოს ხელის ერთი მოსმით ცარიელდება ცხრა საათის შემდეგ - უკვე ათის ნახევრისთვის თბილისი თითქოს უკაცრიელდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქუჩები თითქოს ხელის ერთი მოსმით ცარიელდება ცხრა საათის შემდეგ - უკვე ათის ნახევრისთვის თბილისი თითქოს უკაცრიელდება

  • პოლიციის შენობებში კი მუშაობა გრძელდება - სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებენ შეზღუდვების დაცვას
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    პოლიციის შენობებში კი მუშაობა გრძელდება - სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებენ შეზღუდვების დაცვას

  • თუ ღამით მაინც ვინმე დალანდეთ ქუჩაში, ესე იგი მას გადაუდებელი საქმე აქვს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ღამით მაინც ვინმე დალანდეთ ქუჩაში, ესე იგი მას გადაუდებელი საქმე აქვს

  • სიცარიელეა სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სიცარიელეა სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც

  • საგზაო-სარემონტო სამუშაოების უმეტესობაც კი წყდება ღამღამობით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    საგზაო-სარემონტო სამუშაოების უმეტესობაც კი წყდება ღამღამობით

  • თუ ამ ავტომობილისტებს სპეციალური ნებართვა არ აღმოაჩნდებათ, ჯარიმა ემუქრებათ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ამ ავტომობილისტებს სპეციალური ნებართვა არ აღმოაჩნდებათ, ჯარიმა ემუქრებათ

ვაკის პარკი

გამარჯვების დღე ვაკის პარკის ნაცვლად კიკვიძის პარკში აღინიშნება: მერიის განცხადება

41
(განახლებულია 21:34 07.05.2021)
9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ღონისძიება თბილისში ყოველ წელს, ტრადიციულად, ვაკის პარკში იმართება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 9 მაისს აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

41
მთები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მაისი

0
(განახლებულია 09:21 08.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

ეს დღე სიყვარულს უნდა მიუძღვნათ და არა ომსა და მტრობას. გრძნობები გამძაფრებული იქნება, რაც სიყვარულისთვის ძალიან კარგია, მაგრამ კამათისა და ჩხუბისთვის, რა თქმა უნდა – არა. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ თუ საქციელმა დიდი წყენა შეიძლება მოიტანოს. გადაწყვეტილებებს დღეს გული მიიღებს, რომელსაც რეალური გრძნობები სჭირდება, და არა – გონება.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის შეიძლება დაირღვეს. მოგინდებათ გრძნობებზე აყოლა, მაგრამ ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ. ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, ხანდახან სერიოზული წინაღობების გადალახვა მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები ბევრ სფეროშია შესამჩნევი. იყავით შეუპოვარი და ეცადეთ, არ დაკარგოთ საკუთარი ძალების რწმენა. თუ ხელებს არ ჩამოუშვებთ პირველივე ბარიერის დანახვისას, ყველაფერი გამოგივათ.

კურო: საჭიროა თანამიმდევრულად მოქმედება და ქაოსისთვის თავის არიდება. აჩქარება შეცდომების მიზეზი შეიძლება გახდეს. დრო უნდა გამონახოთ სიტუაციაში გასარკვევად და სხვადასხვა ვარიანტის განსახილველად. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ასე შეძლებთ მოსალოდნელი ხარვეზებისთვის გვერდის ავლას. საღამოს დაისვენეთ და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპი: დღეს მაქსიმალურად გაძლიერდება შემოქმედებითი მისწრაფებები და თუნდაც არ იყოთ ხელოვნების სფეროში დაკავებული ადამიანი, ეს პოტენციალი თქვენში აუცილებლად გაიღვიძებს. ამას გარდა, მოსალოდნელია ურთიერთობები ძალზე საინტერესო ადამიანებთან და საინტერესო თემებზე. ასევე ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი. ეს დიდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი: საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რაც კარგად აისახება როგორც თქვენს კარიერაზე, ასევე ცხოვრებაზე ზოგადად. ასევე სასარგებლო იდეის მაგივრად შესაძლებელია ძალიან საინტერესო ნაცნობობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომანტიკული შეხვედრა იყოს, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ეს ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი დღე გელოდებათ და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი: დღეს ახალი საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის შესაძლებლობა გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა ან გაცნობა რომანტიკული ხასიათისა აღმოჩნდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს. მთლიანობაში დღე ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო გელოდებათ. ხოლო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ, ენდეთ ინტუიციას, რომელიც დღეს საკმაოდ გამძაფრებული გექნებათ.

ქალწული: დღეს თქვენი მთავარი ძალა და იარაღი თქვენი სისუსტეები იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფებს „დაატერორებთ“, უნარი, რომ მიზანს ყველანაირი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამასთან, თავად თქვენ მოგეჩვენებათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივი რამაა. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ტირანად შეიძლება იქცეთ ოჯახში.

სასწორი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეიძლება ათასჯერ შეგეცვალოთ – მხიარულება მოულოდნელად „მოქუფრულმა“ ფიქრებმა ჩაანაცვლოს, თუმცა ერთი–ორ წუთში ამ ღრუბლებიდან ისევ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ემოციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს. ასევე აჯობებს, თუ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას გადადებთ, ან გადააბარებთ იმას, რომლის განწყობა დღეს ჭირვეულობით არ გამოირჩევა.

მორიელი: დღეს თქვენში ტალანტი გაიღვიძებს: ნებისმიერი ბუზი, რომელიც გვერდით ჩაგიფრენთ, სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ხან რა გაგაღიზიანებთ და ხან – რა. თუ არ გინდათ, ბუზღუნასა და აბეზარას სახელი დაგერქვათ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ნეგატივს, გარშემომყოფების ნაკლოვანებებს. სამაგიეროდ შესანიშნავად გაართმევთ თავს იმ საქმეებს, რომლებშიც წვრილმანებისადმი ყურადღებაა საჭირო – სჯობს, სწორედ ასეთ საქმეებს დაუთმოთ დრო.

მშვილდოსანი: დღეს გული დიდი და ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვვაში, თუ ასეთ ადგილას არ აღმოჩნდებით და ვერც ყურადღების ცენტრში მოექცევით, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი რეაქცია ირგვლივ მყოფების მხრიდან გამოსროლილ ირონიულ შენიშვნებზე ორმაგად მწვავე იქნება.

თხის რქა: მუდმივად მოგიწევთ სახლის საქმეებზე და საზრუნავზე ყურადღების გადატანა. ეს კარგიცაა – დროა, მიხედოთ საშინაო საქმეებს და სხვა საკითხები კი გადადოთ. მაინც არ გელოდებათ რამე გრანდიოზული გარღვევები და შედეგები საქმიანობაში. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ყურადღება არ დაუთმოთ წვრილმანებს, მცირე უსიამოვნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე მოგიწევთ „ჩაციკლვა“.

მერწყული: გაუგებრობებით სავსე დღეა და ამის მიზეზი თვითონ თქვენი არათანმიმდევრულობა იქნება. დღეს გაცნობიერებულად მოგინდებათ წესების დარღვევა, შეიძლება სხვადასხვა წვრილმანმა მიიქციოს თქვენ ყურადღება, ისეთმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. ამან შეიძლება ისე გაგიტაცოთ, რომ გასაკეთებელი საქმეები საერთოდ დაგავიწყდეთ, ამით კი თქვენი გეგმები დაირღვევა და კალაპოტიდან ამოვარდებით.

თევზები: თქვენში ყველაფერ მშვენიერსა და ლამაზზე განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს და ეს მშვენირი, პირველ რიგში, ფულია. ძალიან დიდია დღეს იმის ალბათობა, რომ თუ საგაძური, არა, რამე ძველი ყუთი მაინც იპოვოთ და ამან დაგაინტერესოთ. შემოსავლებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს საკვებია – არის დიდი შანსი, რომ გაძლიერებული მადის გამო ფიგურას ზიანი მიაყენოთ.

0