კახა კალაძემ ბრისტოლის მერს უმასპინძლა

© Sputnik / STRINGERთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლის იუბილე აღინიშნება

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის - ბრისტოლის მერს, მარვინ რისს შეხვდა, იუწყება თბილისის მერიის ვებგვერდი.

შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების კუთხით.

თბილისობა - Sputnik საქართველო
დედაქალაქს 15 საპატიო თბილისელი შეემატა

„ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული პროექტი. ვისაუბრეთ მომავალ წელს, თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს.

ბრისტოლის მერმა აღნიშნა, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, მდგრადი განვითარება და ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა, ერთობლივი მუშაობაა შესაძლებელი.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას. იუბილეს ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივ გამოფენას „ერთიანობა განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ უმასპინძლა, ხოლო 27-28 სექტემბერს, ბრისტოლის მხარის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მოკლემეტრაჟიან და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (The Encounters Film Festival) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა.

კახა კალაძე და „ქართული ხმები“ - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ თბილისს სახალხოდ უმღერა

აღსანიშნავია, რომ ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით, 12 ოქტომბერს შედგება ერთობლივი ბიზნესკონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ბრისტოლის მერები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრას ასევე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური და ბრისტოლის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ალიქს ჰიუზი ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0