„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ჯორჯაძის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, თოიძის, ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, ჩიქობავას, გრანელის, ხიმშიაშვილის და გოცირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების და ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, კოჯრის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0