თბილისი მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების ოცეულში მოხვდა

გამოწერა
თბილისმა აღნიშნულ რეიტინგში მიიღო შეფასება „დანაშაულის ძალიან დაბალი დონე“.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების ჩამონათვალში თბილისი მე-16 ადგილზე განთავსდა, ასეთია პორტალ Numbeo-ს კვლევის შედეგები.

პორტალის მომხმარებელმა ქვეყნებში კრიმინოგენული ვითარების შესახებ დასმულ 12 კითხვას გასცეს პასუხი, რაც დაედო საფუძვლად რეიტინგს. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა

პორტალის ექსპერტების მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს 327 პოზიციას – ყველაზე საშიში ქალაქებიდან ყველაზე უსაფრთხომდე. თბილისი აღნიშნულ რეიტინგში 312-ე ადგილზე განთავსდა შეფასებით „დანაშაულის ძალიან დაბალი დონე“.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ერევანი 270–ე ადგილზეა, ბაქო 286–ე ადგილზე, მოსკოვი კი 144–ე ადგილზე აღმოჩნდა.

ექსპერტებმა ყველაზე საშიშ ქალაქებად დაასახელეს სან–პედრო–სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ–მორსბი (პაპუა–ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ყველა უსაფრთხო ქალაქების ჩამონათვალში შევიდნენ აბუ–დაბი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური (სინგაპური) და კვებეკი (კანადა).

 

ყველა ახალი ამბავი
0