21 სექტემბრიდან თბილისში „ღამის ავტობუსი" იმოძრავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის საათებში ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული, 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში დედაქალაქის ქუჩებში 21 სექტემბრიდან ავტობუსების დამატებითი რეისები იმოძრავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღამის თბილისის განვითარება კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი განცხადებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება ახალი სტარტაპების წახალისებას და დედაქალაქის შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ღამის ავტობუსები“ თბილისში სექტემბრიდან იმოძრავებენ>>>

„ჩვენ ვამბობდით, რომ „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ფარგლებში საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 24:00-დან 06:00 საათამდე მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს ექნება ტრაფარეტი „ღამის ავტობუსი". საპილოტე მარშრუტზე „მანის" მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული, 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთან, იმოქმედებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც.

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
რას ითვალისწინებს ღამის თბილისის განვითარების კონცეფცია

„ვფიქრობ, ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისთვის და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი “ღამის თბილისის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები დედაქალაქის აქტიურ წერტილებთან დააკავშიროს.

მერიის ინფორმაციით, „ღამის ავტობუსი" იმოძრავებს მარშრუტით: მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი", ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი"), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა, ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა, სტადიონი „დინამო არენა", დავით აღმაშენებლის გამზირი #106, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი", ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა", ევროპის მოედანი, ვახტანგ გორგასლის ქ. #7 – აბანოებთან, დოდაშვილის მოედანი, მეტროს სადგური „ისანი", მეტროს სადგური „ვარკეთილი".

ავტობუსების ღამის რეისების დამატება თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პირველი ეტაპი გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0