თელასი

„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

52
(განახლებულია 10:07 14.09.2018)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, კარალეთის, მირცხულავას, დავით ბაქრაძის, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ბამბის რიგის, ტყავის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორის, კოტე აფხაზის, შარდენის, თუმანიანის, ეფრემ მცირეს და სიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

52
თემები:
თბილისი დღეს (763)