„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჟღენტის, ზედამზის, კლდეკარის, სუვოროვის, სანავარდოს, სამღერეთის, პიონერის, გორდის, ხერთვისის, ორბეთის, ლამისყანის, მაჩხაანის, დავით იოსელიანის, გარეჯის, ნაქალაქევის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ენუქიძის, ალადასტურის, ჭიჭინაძის, მებაღეობის, ჯავახეთის, ლევან რაზიკაშვილის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, მეტრო წერეთლის მიმდებარე ტერიტორიის, გაფრინდაულის, ქუთაისის, ყიფიანის, აგლაძის, ზუგდიდის, ცაბაძის, სოხუმის, ფოთის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს, ჭაბუკიანის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, დიდხევის დაღმართის, წინამძღვრიშვილის, კიევის, ჯავახიშვილის, პლატონის, ნეკრასოვის და ტოლსტოის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბალანჩივაძის, კოსტავას, სტრაბონის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის, ბაკურიანის, სიმონ ჩიქოვანის, ქარელის, ჭიათურის, სულხან ნასიძის, ბაკურციხის, ლიხაურის, კოსტავას, გურამ ბზვანელის, გამსახურდიას, საბურთალოს, ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, კასპის, წინანდლის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების, ნოსირის, ავლიპ ზურაბიშვილის, კობარეთის, დოესის, უბილავას და ხახანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, პუშკინის და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძის, პაოლო იაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, V მიკრორაიონების, მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის, ბრომშტეინის, ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0