ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 22 ივლისს

გამოწერა
კვირას მზიანი ამინდი იქნება, თუმცა, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ქარი.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 22 ივლისს არამდგრად და ქარიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 05:44 საათზე ამოვა და 20:29 საათზე ჩავა.

დღისით თბილისში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ღამის ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი, დღისით კი +30 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება, თუმცა დროგამოშვებით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0