„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ავლევის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორის, შარდენის და რკინის რიგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის,ონიაშვილის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლვსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ტირიფონის, შურდულის, დოქის, ურიცკის, ბუხაიძის და კუმისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჰოსპიტლის და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0