ზაფხული

თბილისის რომელ წყალსატევებშია ბანაობა უსაფრთხო

75
(განახლებულია 19:53 10.07.2018)
პაპანაქება სიცხის გამო მოსახლეობა ხშირად სტუმრობს თბილისის ტბებს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალი სუფთაა და ბანაობა ნებადართულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სპეციალისტების სიტყვებით, წყალში არ დაფიქსირდა ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება.

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა. 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს თვეში ერთხელ ატარებს.

ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ 40-43 გრადუსს მიაღწია, დასავლეთ საქართველოში კი 30-35-ს. პაპანაქება სიცხისგან თავდასაღწევად მოსახლეობა კონდიციონერებსა და ვენტილატორებს 24-საათიან რეჟიმში იყენებს.

უქმეებზე პაპანაქება სიცხის გამო მოსახლეობა ხშირად სტუმრობს თბილისის ტბებსა და წყალსაცავს.

75
თემები:
თბილისი დღეს (831)