თელასის სარემონტო ბრიგადა

„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

137
(განახლებულია 11:38 10.07.2018)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 10 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

137
თემები:
თბილისი დღეს (763)