გზა გაიყვანონ თუ ხე დარგონ - ამას თბილისელები თავად აირჩევენ

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველზე, ბავშვთა კუთხეში დამოუკიდებლობის დღეს დედა-შვილის სელფი
რუსთაველზე, ბავშვთა კუთხეში დამოუკიდებლობის დღეს დედა-შვილის სელფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს თბილისის მერიის გეგმები ქალაქის აღმშენებლობაში მოსახლეობის ჩართულობაზე გააცნო

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია მაისში ახალი პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის თანახმად ქალაქელები თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის (СLRA) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„მაისის თვეში წარვადგენთ   ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის პროექტს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა თავად შეძლებს საკუთარ რაიონსა და უბანში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრას. მაგალითად, მოსახლეობა თვითონ აირჩევს, პირველად გზა უნდა გაკეთდეს, სკვერი მოეწყოს თუ გამწვანების სამუშაო ჩატარდეს“, — განაცხადა თბილისის მერმა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისის რომელ რაიონშია ყველაზე ძვირი უძრავი ქონება

კალაძემ კონგრესის წევრებს პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს“ გააცნო და აღნიშნა, რომ ის წარმატებით ხორციელდება.

„სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში. შევქმენით ისეთი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი ხედვები, იდეები და კონკრეტული პროექტები წარუდგინონ ქალაქის მერს. პროექტს ჰქვია „შენი იდეა ქალაქის მერს“ და გარკვეული ხმების დაგროვების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება, განვიხილოთ კონკრეტული პროექტები და შემდეგ მივიღოთ მათი განხორციელების გადაწყვეტილება“, — ხაზგასმით აღნიშნა კალაძემ. 

ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს თვითმმართველობა მზად არის ევროპული გამოცდილება გაიზიაროს და რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული თვითმმართველობის გასაძლიერებლად. თუმცა გასაკეთებელი ამ მიმართულებით კიდევ ბევრია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის როლი და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო გამოკვეთილი იყოს და ქალაქიც შესაბამისად განვითარდეს“, — ხაზგასმით აღნიშნა კალაძემ.

თბილისში ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ „მოხვდება" >>

2018 წელს საქართველო იმყოფება მონიტორინგის ფაზაში. კონგრესის წევრების ანგარიში შესაბამისი რეზოლუციებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტურბიერნ იაგლანდს წარედგინება.

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ევროპის საბჭოს შემადგენლობაში წარმოაცხდგენს საერთოევროპულ პოლიტიკურ ასამბლეას, რომელიც 47 მონაწილე ქვეყნების ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონულ ორგანოებს წარმოადგენს. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების შესაბამისად, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ხელშეწყობა, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის გაძლიერება.


ყველა ახალი ამბავი
0