„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის (ნაწილობრივ) და ანტონოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების და მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, ენუქიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 (სამხედრო დასახლების) და ლერი ლაგურაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზამბარელის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:30:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის, ბიჭვინთის, რევოლუციის და მანაგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ყვარლის, უშაკოვის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტვიშის, თელავის, წინანდლის, გუთნის, ხახანაშვილის, ახმეტის, ნიორაძის, ქურხულის, კვეზერელის, მუკუზნის და ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ავშნის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, საჩხერის, ჩარგლის და მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0