ისანში ცაცხვის ხეები და წიწვოვანი ბუჩქები დარგეს

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიფიჭვის ნერგები
ფიჭვის ნერგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამწვანების აქციაში თბილისის მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ისნის რაიონში აქცია „გაამწვანე შენი უბანი" დაიწყო, იუწყება ისნის რაიონის გამგეობა.

აქციამ სტარტი მოსკოვის გამზირზე აიღო. სწორედ ამ უბანში გაიმართა გამწვანების პირველი ღონისძიება.

გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

„ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ ყველა ეზოში შევალთ. ამ კორპუსის ეზოში არც ერთი მწვანე ნარგავი არ არსებობდა და მადლობელი ვარ მოსახლეობის, რადგან ეს მათი სურვილით და მონდომებით კეთდება. ახლა მთავარია, რომ ნარგავების მოვლაზე ყველამ იზრუნოს. ჩვენ გავამწვანებთ, ხოლო შემდგომ მოვლა-პატრონობას ამხანაგობა უზრუნველყოფს. ეს იქნება მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის მაგალითი“, — განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ნერგების ფესტივალი - Sputnik საქართველო
აჩუქე თბილისს ხე - ხვალ ნერგების ფესტივალი გაიმართება

აქციის მონაწილეებმა  900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დარგეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია ერთჯერადი სახის არ იქნება და თბილისის სხვა ქუჩებსაც მოიცავს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქციები სხვა უბნებშიც გაიმართოს.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს მსგავსი აქციები. როგორც ხედავთ ადგილზე დაირგო საკმაოდ დიდი ზომის ცაცხვები და გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან კარგი აქციაა და იმედი გვაქვს მას სხვა უბნებიც შეუერთდებიან“, — აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0