ხარისხი უპირველეს ყოვლისა - კალაძემ თანამშრომლებს ყურადღებისკენ მოუწოდა

© FB / Tbilisi City Hallთბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე
თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა პირობა დადო, რომ მუნიციპალური პროქტების კონტროლი პირველივე დღეებიდან განხორციელდება

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებსა და გამგებლებს დაავალა მაქსიმალური ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხის კონტროლს მიაქციონ.

მერიამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ კონტროლის გაამკაცრება გადაწყვიტა. 30 იანვარს მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებულ სისტემას და მექანიზმებს სამუშაოების შესრულების ხარისხის უზრუნველყოფა სათანადოდ არ შეუძლია, განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

მისი თქმით, მუდმივი ზედამხედველობა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების დაწყებისთანავე განხორციელდება.

„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ“, — აღნიშნა კალა კალაძემ.

მანამდე კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ყველა მეტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების დროებითი შეჩერების შესახებ. მისი თქმით, ყველა პროექტმა ექსპერტიზა უნდა გაიაროს. სარემონტო სამუშაოები სამ სადგურზე მიმდინარეობდა — „გურამიშვილზე“, „სამგორში“ და „ავლაბარში“.

„ვარკეთილის“ მეტროსადგურზე რემონტი ახლახან ჩატარდა. ის 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, ძველი მერის, დავით ნარმანიას დროს.

მანამდე თბილისის მერმა რაგბის სტადიონი დაიწუნა, რომელიც მშენებლობის დასრულებიდან ნახევარ წელიწადში ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


ყველა ახალი ამბავი
0