თბილისის მერიის თანამშრომლები გამოცდებს კიდევ ერთხელ ჩააბარებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცდის ჩაბარება მერიის ყველა თანამშრომელს მოუწევს, მათ შორის იმათაც, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის თანამშრომლების გამოცდაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, გამოცდის ჩაბარება მერიის ყველა თანამშრომელს მოუწევს, მათ შორის იმათაც, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს.

„კონკურსი შეეხება ყველას. მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სახლში გაშვება. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურები იყოს მოქნილი და სერვისებზე და ადამიანებზე ორიენტირებული",- განაცხადა მერმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძეს ჩინოვნიკების ხელფასების გამო თავის მართლება მოუწია

როგორ კალაძემ აღნიშნა, თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმები იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება და პატიოსნება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაცია 2014 წელს ჩატარდა. ტესტირება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ეტაპზე 486 მონაწილე აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი ჯამში 196-მა გადალახა. სულ რეგისტრირებული 563 აპლიკანტიდან ტესტირებაზე 486 გამოცხადდა. მეორე ეტაპზე კი 244 მონაწილე პირიდან 112-მა გადალახა ზღვარი.

ტესტირება ორ მიმართულებას მოიცავდა – საქართველოს კანონმდებლობასა და ზოგად უნარებს. ბარიერის გადასალახავად, ტესტირებაში მონაწილეებს 60 კითხვიდან 45 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0