თბილისის მერიის გეგმები „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში წვიმიან ამინდში
საცობი თბილისში წვიმიან ამინდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2018 წელს 47,9 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია „ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზთან ახლოს გზის გაფართოებას გეგმავს, განუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

დაშლილი ეშმაკის ბორბალი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
რა ემართება ეშმაკის ბორბალს თბილისში?

თბილისის ბიუჯეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რემონტზე ყველაზე დიდი თანხაა გათვალისწინებული — 47,9 მილიონ ლარზე მეტი.

„ეს გულისხმობს მხოლოდ გზის გაფართოებას. ესტაკადების დამატება ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არ არის საჭირო. შესაბამისად, 2018 წელს განხორციელდება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარედ სამანქანო გზის გაფართოებას გულისხმობს. ეს არ მოიცავს თავად ლაგუნა ვერეს ტერიტორიას", — განაცხადა კალაძემ.

ამ ტერიტორიაზე მოძრაობა მუდმივად გართულებულია. თბილისის მერიის ძირითად პრიორიტეტებს შორისაა ბრძოლა „საცობებთან“, რისთვისაც ოთხწლიანი გეგმაა შემუშავებული.

ყველა ახალი ამბავი
0