თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისთვის პირობებს ამკაცრებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისის ერთ-ერთ უბანში
მშენებლობა თბილისის ერთ-ერთ უბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა სამშენებლო ტერიტორიაზე უნდა დაამონტაჟონ სამრეცხაო სპეცტექნიკისთვის, რომ მათ ქალაქი არ დააბინძურონ

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მშენებლობის ნებართვის გაცემისას სავალდებულო პირობა უნდა გახდეს გარემოსა და დედაქალაქის ქუჩების დაბინძურებისგან უზრუნველყოფა, განაცხადა მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძე უკმაყოფილოა, რომ სატვირთო ავტომობილები შედიან სამშენებლო ტერიტორიებზე და იქიდან გამოსვლის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებს ანაგვიანებენ. მერმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცეს მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეცტექნიკის რეცხვას მშენებლობის ტერიტორიაზე.

„ამ მიმართულებით სრული კატასტროფა ხდება. ამიტომ, მინდა ვთხოვო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით", — განაცხადა მერმა.

მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ სამრეცხაოები არსებულ სამშენებლო ტერიტორიებზეც უნდა მოეწყოს.

კალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება დედაქალაქში მხოლოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას არ ნიშნავს.

„ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია-გაშენებას არ გულისხმობს და გარემოს დაბინძურების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება", — აღნიშნა მან.

ნოემბრის ბოლოს კალაძემ გააუქმა ე. წ. ზონალური საბჭო — ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქალაქში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მერმა განაცხადა, რომ ამ საბჭოს ფუნქციები მერიის სამსახურებზე გადანაწილდება და ამას თავად გააკონტროლებს მკაცრად.

წელს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელშიც 200-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა.

პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის რეგულაციების გამკაცრება და მნიშვნელოვანი სამშენებლო ნორმების მიღება.

 

ყველა ახალი ამბავი
0