ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება - მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო განათება რუსთაველის პროსპექტზე
საახალწლო განათება რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო განათების დამონტაჟება ქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე 3 დეკემბრისთვის დასრულდება

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის პროსპექტზე საავტომობილო მოძრაობა დღეს შუაღამიდან პარასკევ დილის 7 საათამდე გადაიკეტება საახალწლო განათების მონტაჟთან დაკავშირებით.

ღამით საავტომობილო მოძრაობა ასევე შეზღუდული იქნება კოსტავას ქუჩის ნაწილზე — მეტრო „რუსთაველიდან“ თბილისის საკონცერტო დარბაზამდე (ფილარმონია), ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ილუმინაციების მონტაჟი 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მანამდე თბილისის ახალი მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ აპირებს მოსახლეობაც ჩართოს საკითხში, თუ როგორ სჯობს დედაქალაქის მორთვა საახალწლოდ.

ყველა ახალი ამბავი
0