თელასი

„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

90
(განახლებულია 11:17 29.11.2017)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების და ასმათის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


90
თეგი:
ელექტროენერგიის შეზღუდვა
თემები:
თბილისი დღეს (1619)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 31 მაისს

90
(განახლებულია 15:23 29.05.2020)
გაზაფხულის ბოლო დღეს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და თბილი ამინდი იქნება, დაფიქსირდება 28 გრადუსი სითბო.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას, 31 მაისს თბილისში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით იქნება +17, ხოლო დღისით +28 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:28 საათზე ჩავა.

90
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ავტობუსი

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

87
(განახლებულია 14:57 29.05.2020)
კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო მგზავრობისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, აუცილებელია პირბადის ტარება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან იყო შეჩერებული.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ ავტოპარკს ეწვია და მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო.

მერის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პირბადის ტარება.

ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, ეპიდომიოლოგების აზრით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ღია უნდა იყოს ფანჯრები.

თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი>>

მუშაობა განაახლა ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, სადაც ვრცელდება იგივე წესები და, ამასთან, მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა იკრძალება.

ავტობუსებსა და გაჩერებებზე წესების დაცვას მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში – პოლიცია.

რაც შეეხება მეტროს, დილიდან მეტროს სადგურების შესასვლელებთან გაკრულია სტიკერები, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მეტროთი მგზავრობის სურვილი აქვთ, პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მეტროს თანამშრომლები კი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე პოლიციის მიერ ტერიტორია გაყოფილია ყვითელი ლენტით, რომლითაც გამიჯნულია შესასვლელ-გასასვლელი. ამასთან ერთად, სამუშაოს დაწყებამდე მეტროს თანამშრომლებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა დარჩა, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება.

87
თემები:
COVID-19 საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს