ბედნიერება და ოპტიმიზმი: რას გრძნობენ თბილისელები

© Sputnik / Levan Avlabreliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბედნიერი 31-45 წლის თბილისელები არიან

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელების უმრავლესობა თავს ბედნიერად გრძნობს, ამაზე მეტყველებს ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის ACT სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

ACT-ს ექსპერტები დაინტერესდნენ, რამდენად ბედნიერი არიან თბილისელები და რამდენად ოპტიმისტურად არიან განწყობილი ისინი თავიანთ მომავალთან დაკავშირებით.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ათიდან შვიდი ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს. ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს 18-30 წლისა (80%) და 31-45 წლის (81%) რესპონდენტები.

ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
საქართველო კავკასიაში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა

ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს 46 წელს ზევით (61%) თბილისელები. რაც შეეხება 65 წელს ზევით, მათგან ბედნიერი გამოკითხულთა სულ 34%-ია.

ბედნიერების მაღალი ინდექსის ფონზე საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა თბილისელების ოპტიმისტური განწყობის მაჩვენებელი. დედაქალაქში მხოლოდ 49% მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრება უახლოეს ერთ წელიწადში გაუმჯობესდება.

ოპტიმიზმის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 18-30 წლის რესპონდენტებს შორის; 30 წელს ზევით რესპონდენტებში ოპტიმიზმის დონე მცირდება. საკმაოდ დაბალია 65 წელს ზევით თბილისელების ოპტიმიზმის მაჩვენებელი — 11%.

კვლევა ჩატარდა 7-9 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 400 თბილისელი.

ACT — ესაა ანალიზისა და კონსულტაციების გლობალური კომპანია, რომელიც მოიცავს დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0