ქეთევან წამებულის გამზირი გადაიკეტება

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის ქუჩები
თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთევან წამებულის გამზირზე სანიაღვრე კოლექტორზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 00:00 საათიდან 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა გადაიკეტება, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქეთევან წამებულის გამზირი მეტრო „ისნიდან" სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან" ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. საპირისპირო მიმართულებითაც ანალოგიური სქემა იმოქმედებს", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ბოლო დროს სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახლახან გაიხსნა განახლებული პეკინის ქუჩა, განახლდა სამი მეტროსადგური.

ყველა ახალი ამბავი
0