პეკინის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

გამოწერა
განახლებულ პეკინის ქუჩაზე ცამხრივი მოძრაობა იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ორმხრივად იმოძრავებს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 23 სექტემბრიდან თბილისში, პეკინის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პეკინის ქუჩაზე 16 ივნისიდან მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა — დაიგო ახალი ასფალტის საფარი, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალგაყვანილობის სისტემა. გარდა ამისა, მოეწყო ტროტუარები და ველობილიკები ასევე გადასასვლელები შშმ პირებისთვის. 21 სექტემბერს სარემონტო სამუშაოები პეკინის ქუჩაზე ოფიციალურად დასრულდა.

გარემონტებული პეკინის ქუჩა ველობილიკით, რომელიც ტრანსპორტისათვის ცალმხრივი გახდა - Sputnik საქართველო
პეკინის ქუჩის ახალი სიცოცხლე. თანამედროვე თბილისი

„N6 და N87 ავტობუსები და ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან. ხოლო პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები", — ნათქვამია განცხადებაში.

პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე, იტყობინება მერია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შარტავასა და კოსტავას ქუჩებზეც აღდგება.

„ჟვანიას მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე N14, 29 და N49 მარშრუტის ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებენ. ვახუშტის ხიდიდან და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩების გავლით პეკინის ქუჩისა და გმირთა მოედნისკენ იმოძრავებენ N51 და N91 ავტობუსებიც", — იუწყება მერია.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ - Sputnik საქართველო
თბილისში კიდევ ერთი მეტროსადგური განახლდა

თბილისის მერია ავტომობილების მძღოლებს აფრთხილებს, რომ ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი. ასევე გაკეთდა ველობილიკები, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩნდა სპეციალური მონიშვნები.

გარდა ამისა, პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყო. საერთო ჯამში პეკინის ქუჩაზე პარკირების 205 ადგილი იქნება.

პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 60 წელი არ ჩატარებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0