პეკინის გამზირი ერთი დღით მთლიანად დაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliრემონტი პეკინზე
რემონტი პეკინზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარემონტო სამუშაოები პეკინზე 16 ივნისს დაიწყო და ვადებში დასრულდება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პეკინის გამზირზე სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება. ამის გამო სამშაბათს მოძრაობა პეკინზე მთლიანად გადაიკეტება, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა — ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე.

თბილისში ქუჩებს არემონტებენ
თბილისში ქუჩებს არემონტებენ - Sputnik საქართველო
თბილისში ქუჩებს არემონტებენ

მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.

გარდა ამისა, 5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.

პეკინის გამზირზე სარემონტო სამუშაოები, რაც 60 წელია არ ჩატარებულა, 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0