ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი სრულდება

© FB / Tbilisi Development Fundსარესტავრაციო სამუშაოები ნარიყალაზე
სარესტავრაციო სამუშაოები ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციხე-სიმაგრის რესტავრაციაზე ძეგლთა დაცვის სფეროში მოღვაწე სპეციალისტები მუშაობენ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაციის პირველი ეტაპი 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, აღნიშნულია თბილისის განვითარების ფონდის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. რემონტზე გამოყოფილია 727 ათასი ლარი.

© FB / Tbilisi Development Fund ნარიყალას რესტავრაცია
Восстановление крепости Нарикала в Тбилиси - Sputnik საქართველო
ნარიყალას რესტავრაცია

სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.

ამჟამად მიმდინარეობს სატრაპეზოს ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოები: სატრაპეზოს ფასადის მოპირკეთება ბუნებრივი ქვითა და აგურით, ასევე შიდა კიბის მოწყობა, ძველი გალავნის აღდგენა, რომელიც სატრაპეზოს დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს.

© FB / Tbilisi Development Fund ნარიყალას რესტავრაცია
Восстановление крепости Нарикала в Тбилиси - Sputnik საქართველო
ნარიყალას რესტავრაცია

ნარიყალას რესტავრაცია მიმდინარეობს პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში. სამუშაოების სრულად დამთავრება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0