პეკინის გამზირის მარჯვენა მხარე შემდეგ კვირაში გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliრემონტი პეკინზე
რემონტი პეკინზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც 60 წელია არ გარემონტებულა, მთლიანად მოწესრიგებულია.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სარემონტო სამუშაოები პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგ გზის ამ ნაწილზე მოძრაობა აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ამჟამად პეკინის გამზირზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა როგორც ამ, ისე მიმდებარე ქუჩებზე ახლებურად ხორციელდება.

თბილისში ქუჩებს არემონტებენ
თბილისში ქუჩებს არემონტებენ - Sputnik საქართველო
თბილისში ქუჩებს არემონტებენ

"კვირის ბოლოს დასრულდება პეკინის მარჯვენა მხარეს მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. მომდევნო კვირის დასაწყისიდან სამუშაოები გზის მარცხენა მხარეს გაგრძელდება,სადაც მოიხსნება გზის საფარი და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურ რეჟიმში გაკეთდება ტროტუარები", — განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია.

უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაოები მიცკევიჩის ქუჩის კვეთაზე, შემდეგ მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა.

პეკინის გამზირის სარემონტო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.

პეკინზე სარემონტო სამუშაოები 60 წელია არ ჩატარებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0