ძლიერმა წვიმამ თბილისში სახლები დატბორა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილი წვიმაში
ავტომობილი წვიმაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 25 შეტყობინება შევიდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში სახლების პირველი სართულები დატბორა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს „ცხელ ხაზზე“ რამდენიმე საათის განმავლობაში 25 შეტყობინება შევიდა.

გამოძახებები, ძირითადად, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან დაფიქსირდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, რთული ვითარება არც ერთ რაიონში არ დაფიქსირებულა.

ყველა ახალი ამბავი
0