თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

გამოწერა
საზაფხულო საბავშვო ბაღები 3-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისში დაიწყო რეგისტრაცია საზაფხულო საბავშვო ბაღებში, რომლებიც 3-დან 31 ივლისის პერიოდში იფუნქციონირებენ.

თბილისის ბავშვთა ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 30 ივნისს დასრულდა, თუმცა ივლისში ქალაქში 40 ბაღი იმუშავებს. იმ ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები ჯერჯერობით ვერ გაჰყავთ ქალაქიდან, შეუძლიათ ისარგებლონ უფასო საზაფხულო საბავშვო ბაღების მომსახურებით, რომლებიც ქალაქის თითოეულ რაიონში იმოქმედებს.

რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს 13:00 საათზე და დასრულდება 29 ივნისს. რეგისტრაციის გავლა ვებ–გვერდზე 29 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0