ახალბედა მომღერლები Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ

გამოწერა
Tbilisi Open Air-ზე მსმენელის წინაშე გამოვლენ დებიუტანტები – ჯგუფები Killages, Harry Rules, Infadus და The Nali, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში Tbilisi Newcomers 2017.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ცნობილი გახდა ყოველწლიური მუსიკალური პროექტის Tbilisi Newcomers 2017 გამარჯვებულთა ვინაობა — კონკურსში გამარჯვებულ მუსიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ Tbilisi Open Air 2017-ზე.

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ პერიოდში მის სცენაზე გამოვიდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიც არიან Земфира, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.

წელს Tbilisi Open Air ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება 16-18 ივნისს. ფესტივალი სცენაზე 40-ზე მეტ ქართველ და უცხოელ შემსრულებელს მოუყრის თავს. ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან რუსული ჯგუფი Ленинград, ლონდონური ბენდი Archive, ლივერპულის პროგრესივ როკ-ჯგუფი Anathema, ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevdaliza და სხვა მუსიკოსები.

ჯგუფიЛенинград - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ლენინგრადი“ საქართველოში: თარიღი და ბილეთები

კონკურსის Tbilisi Newcomers 2017 ფინალური კონცერტი ლისის ტბაზე 10 ივნისს, ილიას უნივერსიტეტის თეატრის მე-11 დაბადების დღეს ჩატარდა. ამ კონცერტზე პროდიუსერების მიერ შერჩეული ექვსი ჯგუფი გამოვიდა – The Nali, Lie for you, Infadus, Unlimited, Killages და Harry Rules.

მოგვიანებით Altervision Group-ის პროდიუსერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 ივნისს Tbilisi Open Air 2017-ის Golden Stage Day-ზე დაუკრავს ჯგუფი Killages, ხოლო Golden Stage Night-ზე – კოლექტივი Harry Rules, კიდევ ორი ჯგუფი Infadus და The Nali გამოვლენ Tbilisi Open Air-ის სცენაზე Mifasi.

პროექტი Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ხორციელდება და ახალი მუსიკალური ბენდებისა და მუსიკალური პროექტების მოძიებას ემსახურება, ასევე მხარს უჭერს ქართული ალტერნატიული მუსიკის განვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0