თბილისში ივლისში 40 საზაფხულო საბავშვო ბაღი ამუშავდება

გამოწერა
საზაფხულო საბავშვო ბაღები 3-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 30 ივნისს დასრულდება, თუმცა, ივლისში 40 საბავშვო ბაღი იმუშავებს.

იმ ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები ჯერჯერობით ვერ გაჰყავთ ქალაქიდან, შეუძლიათ ისარგებლონ უფასო საზაფხულო საბავშვო ბაღების მომსახურებით, რომლებიც ქალაქის თითოეულ რაიონში იფუნქციონირებს.

საზაფხულო საბავშვო ბაღები 3 ივლისიდან 31 ივლისამდე იმუშავებს.

რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს 13:00 საათზე და დასრულდება 29 ივნისს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ–გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0