თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშისტომატოლოგთან
სტომატოლოგთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებში დარღვევების უმეტესი ნაწილი დეზინფექციას უკავშირდება.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2017 წლის დასაწყისიდან თბილისში 21 სტომატოლოგიური კლინიკა შეამოწმეს და აქედან ცხრაში დარღვევები გამოავლინეს.

დარღვევები ძირითადად უკავშირდება დეზინფექცია-სტერილიზაციის მოთხოვნებს (46%), სამედიცინო ნარჩენების მართვას (31%) და დოკუმენტების წარმოებას (15%).

სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში სილამაზის სალონებზე კონტროლს გაამკაცრებენ

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის იმ სტომატოლოგიურ დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებზეც პაციენტების მხრიდან საჩივრები შევიდა. უწყების თანამშრომლები ობიექტებს ინფორმაციის შესვლისთანავე ამოწმებენ, როდესაც საჩივარში მითითებულია ამა თუ იმ კლინიკის არაკეთილსინდისიერი მუშაობა.

ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კანონის დამრღვევ კლინიკებს გამოუწერეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც საჯარიმო სანქციების ღირებულება განისაზღვრება.

2016 წელს შეამოწმეს 143 სტომატოლოგიური დაწესებულება თბილისში, აჭარაში, კახეთსა და შიდა ქართლში. გამოწერეს 51 ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, რომლებიც ასევე უკავშირდება დეზინფექცია-სტერილიზაციის მოთხოვნებს (33%), სამედიცინო ნარჩენების მართვას (22%) დოკუმენტების წარმოებას (26%). ინფრასტრუქტურასა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებს (10%).

ყველა ახალი ამბავი
0