თბილისის გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი თბილისის ცენტრში
პოლიციის ავტომობილი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღდგომის მეორე დღეს საქართველოში მცხოვრებლები ახლობლების საფლავებზე გადიან. საცობების თავიდან ასაცილებლად შსს–მ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვები დააწესა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. აღდგომის პირველ ორშაბათს საქართველოში მიცვალებულთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ამ დღეს, მოსახლეობის უმეტესობა ტრადიციულად საფლავზე გადის და პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას. ორშაბათი საქართველოში ოფიციალური უქმე დღეა.

საცობების თავიდან ასაცილებლად შსს–მ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვები დააწესა.

სასაფლაო - Sputnik საქართველო
საქართველოში ორშაბათს მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული – აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.

სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომლით მგზავრობაც, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ორი დღე – კვირასა და ორშაბათს უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0