ვარდების მოედანი ავტომობილების გამოფენის გამო გადაიკეტება

© TCRTCR - Touring Car Racing
TCR - Touring Car Racing - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავის ავტოდრომზე 2 აპრილს ძარიანი ავტომობილების საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპი გაიმართება, ხოლო ხუთშაბათს ვარდების მოედანზე მონაწილეთა ავტომობილების ჩვენება შედგება.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში ТСR სერიის სპორტული ავტომობილების ჩვენება გაიმართება, რის გამოც ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება, იუწყება საქართველოს შსს.

ТСR-ის (Touring Car Racing — ძარიანი ავტომობილების რბოლა) საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპი რუსთავში 2 აპრილს გაიმართება.

შეჯიბრებაში მონაწილეობს ქართველი მრბოლელი დავით ქაჯაია, რომელიც ავტომობილით "ალფა რომეო ჯულიეტა" გუნდისთვის "GE ფორსი" გამოდის.

სერიის პირველ ეტაპზე 16 პილოტი მონაწილეობს. წელს TCR სერიაში 10 ეტაპი ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0