წმინდა პატრიკის დღეს თბილისი Global Greening-ს შეუერთდება

© facebook.com/CityHallofTbilisiსატელევიზიო ანძა თბილისში
სატელევიზიო ანძა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა პატრიკის დღეს, 17 მარტს სხვადასხვა ქალაქში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები მწვანედ განათდება.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისი წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით უერთდება მსოფლიო კამპანიას Global Greening — დედაქალაქის მთავარი სატელევიზიო ანძა ერთი დღით მწვანე ფერში განათდება, განაცხადეს მერიის პრეს-სამსახურში.

პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია, რომელმაც ამ კუნძულზე ქრისტიანობა შეიტანა და, გადმოცემით, იქიდან გველები განდევნა. მისი ხსენების დღე 17 მარტს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობანი ნათდება მწვანედ — როგორც ირლანდიის ფერი-სიმბოლო.

თბილისი Global Greening-ს უკვე მესამედ უერთდება. გარდა ამისა, წელს სრულდება საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 21 წელი, ასევე, თბილისსა და დუბლინს შორის მეგობრობის სამი წელი.

ყველა ახალი ამბავი
0