საქართველოში სილამაზის კონკურსი "მისტერ და მის თბილისი 2017" ჩატარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო Biltmore თბილისში
სასტუმრო Biltmore თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"მისტერ და მის თბილისი 2017"-ის ტიტულისთვის შვიდი გოგონა და ხუთი ვაჟი იბრძოლებს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სილამაზის კონკურსის "მისტერ და მის თბილისი 2017" ფინალური ტური 24 მარტს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

მეხუთე საიუბილეო კონკურსში მონაწილეობაზე შერჩევა ამა წლის თებერვალში გამოცხადდა. განაცხადის შეტანა კონკურსზე შეეძლოთ 16-დან 24 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს. კონკურსის მონაწილეები უნდა შეესაბამებოდნენ პარამეტრებს: გოგონას სიმაღლე 1,68 მეტრიდან, ვაჟის — 1,80 მეტრიდან ზევით.

მის ბიუსტი 2016 - Sputnik საქართველო
კონკურსი „მის მკერდი 2017“ საქართველოში გაზაფხულზე ჩატარდება

"მისტერ და მისის თბილისის" ტიტულისთვის შერჩეულმა კანდიდატებმა — შვიდმა გოგონამ და ხუთმა ვაჟმა — ორი კვირის განმავლობაში სპეციალური მომზადება გაიარეს: დაკავებული იყვნენ ფიტნესით, სწავლობდნენ დეფილირებას და მონაწილეობდნენ ფოტოსესიაში. პირველად კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ "მისტერ და მის თბილისის" შარშანდელ პრეტენდენტებს გარდა გამარჯვებულებისა და ვიცე-მისისა და ვიცე-მისტერისა.

"გამარჯვებულებისთვის მრავალი პრიზი გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის მაღაზიების მრავალი ვაუჩერი და სხვადასხვა მომსახურება. "მისტერ და მის თბილისი 2017"-ის ტიტულის მფლობელები ბაქოს საგზურს მიიღებენ, ხოლო გამარჯვებული ახალ ნომინაციაში — მაყურებლის სიმპათია — რომელსაც მოკლე სატელეფონო შეტყობინებით გამოავლენენ, პრიზის სახით ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საგზურს მიიღებს", — განუცხადეს "Sputnik საქართველოს" კონკურსის ორგანიზატორებმა.

კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან ცნობილი სახეები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.

ყველა ახალი ამბავი
0