რუსეთის საუკეთესო საქსოფონისტი ნიკიტა ზიმინი თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგება

© FB / Никита Зиминნიკიტა ზიმინი
ნიკიტა ზიმინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საქსოფონისტების ასოციაციისა და ევრაზიის საქსოფონისტების ასოციაციის პრეზიდენტი თბილისის კონსერვატორიის სცენაზე გამოვა.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქსოფონის რუსული აკადემიური სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ნიკიტა ზიმინი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტს16 მარტს გამართავს.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
თბილისში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება

ზიმინი გნესინების სახელობის რუსეთის მუსიკის აკადემიისა და პარიზის ეროვნული კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, არის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების გრან-პრის მფლობელი. ზიმინი რუსეთის პრეზიდენტის, საფრანგეთის მთავრობისა და მაიერის ფრანგული ფონდის სტიპენდიანტია. გარდა ამისა, 2013 წლიდან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანიის Selmer-Paris ოფიციალური წარმომადგენელი და არტისტია.

ნიკიტა ზიმინი აქტიურ საკონცერტო საქმიანობას ეწევა როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ (შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, აშშ, კორეა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი). 2014 წლიდან მუსიკოსი რუსეთის საქსოფონისტების ასოციაციის პრეზიდენტია.

თბილისში კონცერტის ორგანიზატორია ევრაზიის საქსოფონისტების ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც ნიკიტა ზიმინია. ორგანიზაცია თბილისში წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს „კლასიკური საქსოფონის დღეები საქართველოში“.

უჩა კორძაია - Sputnik საქართველო
რატომ ჩაანაცვლა უჩა კორძაიამ ფლეიტა საქსოფონს და რას თხოვდა მას მიქაელ ტარივერდიევი

საღამოს პროგრამაშია იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის, ევგენი ჟენინის, ალექსანდრ გლაზუნოვის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ასტორ პიაცოლას, გრიგორი კალინკოვიჩისა და როჟე ბუტრის ნაწარმოებები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქსოფონისტი გიორგი ჯიშკარიანიც. ის ახალგაზრდა მუსიკოსების მე-14 საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „მაკნატუნა“ (Щелкунчик) გამარჯვებულია ნომინაციაში „სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტები“, არის „ოქროს მაკნატუნას“ (Золотой щелкунчик, მოსკოვი, 2014) ჯილდოს მფლობელი და ახალგაზრდა ტალანტების ღია კონკურსის „ლურჯი ფრინველი“ (Синяя птица, მოსკოვი, 2015) ფინალისტი.

პროექტის „კლასიკური საქსოფონის დღეები საქართველოში“ ფარგლებში თბილისის კონსერვატორიაში 17 მარტს ქართველი სტუდენტებისთვის ნიკიტა ზიმინი მასტერ-კლასს ჩაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0