თბილისის ცენტრში პარკირების უფლება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს ექნებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგზაო მოძრაობის ნიშნები
საგზაო მოძრაობის ნიშნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში აკრძალულია ავტომობილებიდან ვაჭრობა და მისაბმელიანი ავტომანქანების პარკირება.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების პარკირება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მანქანა ტროტუარზე - Sputnik საქართველო
თბილისში 96 ადგილას პარკირება აიკრძალება

კოტე აფხაზის ქუჩაზე ამიერიდან გაჩერება შეეძლებათ მხოლოდ M1 ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ მსუბუქ ავტომობილებს.

„ეს გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ ამ ადგილებში მოძრაობა გადატვირთულია. მაგალითად, კოტე აფხაზის ქუჩაზე რამდენიმე მისაბმელიანი ავტომობილი დგას და კომერციულ საქმიანობას ეწევა. ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ავტომობილიდან კომერციული საქმიანობა აიკრძალა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ამასაც უკავშირდება“, — განმარტეს სატრანსპორტო სამსახურში.

თბილისის მერიამ უფრო ადრე მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს პარკირების ადგილები ტროტუარებზე, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. 2015 წლიდან თბილისში ტროტუარებზე 2,2 ათასი პარკირების ადგილიდან დაახლოებით 900 გააუქმეს.

ყველა ახალი ამბავი
0