სააკაძის მოედანი

თბილისის მერია სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს

81
გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია „A+S-მა“ წლის დასაწყისში თბილისში მასშტაბური კვლევები ჩაატარა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს. სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.

„მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია „A+S-ის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.

სააკაძის მოედნის სარეკონსტრუქციო გეგმა
თბილისის მერია
სააკაძის მოედნის სარეკონსტრუქციო გეგმა

გერმანულმა კომპანიამ პიკის საათებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა შეისწავლა, რის შემდეგაც სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით პრობლემის აღმოფხვრის გზები მოძებნა.

სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება.

81