თელასი

"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

25
(განახლებულია 20:35 07.06.2016)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 8 ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

 ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, დიდუბის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, რომელაშვილის, გუდამაყრის, მექანიზაციის, ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, ზესტაფონის, ღოღობერიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალას III, IIIა მიკრორაიონების, ზემო ფონიჭალას, სოფელი თელეთის, რუსთავის გზატკეცილის, გუდიაშვილის მოედნის, ჟორდანიას, სურგულაძის, ლომინაძის, ღოღობერიძის, აბესაძის, ლერმონტოვის, ბეთლემის, აბო თბილელის, ახოსპირელის, კუფტინის, გრიგოლ ხანძთელის, საითნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების I ქუჩის, ხარაბაძის და ტატიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების I, IX, X, XII ქუჩების, მათიაშვილის, ქობულაძის და ჩოჩუას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, დელისის III ქუჩის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილის, მარჯანიშვილის და დგებუაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: არსენალის მთის, ახალი არსენალის I ქუჩის, სააკაძის, ეკატერიენე ჭავჭავაძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

25