კასპში მდინარემ მანქანა გაიტაცა - არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Nika Latariaსამძებრო-სამაშველო-ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო-ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე სამი მამაკაცი ,,ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში შევიდა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.
ავტომობილში მყოფთაგან ერთმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ეძებენ.
ყველა ახალი ამბავი
0