სემეკმა Energo-Pro Georgia 75 ათასი ლარით დააჯარიმა

© courtesy of Telasi„თელასის" ტექნიკური ჯგუფი
„თელასის ტექნიკური ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
Energo-Pro Georgia საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მსხვილი ოპერატორია, რომლის მომსახურების არეალი ძირითადად საქართველოს რეგიონებს მოიცავს.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia 75 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა - კომპანიას გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა მიეცა.
„სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.
Energo-Pro Georgia საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მსხვილი ოპერატორია, რომლის მომსახურების არეალი ძირითადად საქართველოს რეგიონებს მოიცავს. კომპანიის მომსახურებით 860 ათასი აბონენტი სარგებლობს. მისი სპეციალიზაციაცა აქამდე ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება იყო, თუმცა 2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია შეიცვალა და „ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად ელექტროენერგიის მიწოდებას რეგიონებში უკვე „ეპ ჯორჯია მიწოდება” უზრუნველყოფს. „ენერგო პრო ჯორჯიას" კი ამ ელექტროენერგიის მხოლოდ გატარება, მომხმარებლამდე მიტანა ევალება.
ყველა ახალი ამბავი
0