დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკშიყვავილები
ყვავილები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 8 მაისია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომე ნებისმიერ გადაუჭრელ საკითხში, ეხება ეს სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებას, სიცხადე შეიტანოთ. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ჩაწვდეთ პრობლემის არსს და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ვნებათაღელვა და ტემპერამენტი მომატებული იქნება, ამიტომ, ეცადეთ, გამოავლინოთ მხოლოდ პოზიტიური ენერგია, ხოლო ნეგატიური დამალოთ, არ მოაწყოთ „საქმის გარჩევა“ საყვარელ ადამიანთან – ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდეს.
ვერძი: დღეს რაღაც ისეთ საქმეში იქნებით ჩართული, რომელიც ასე თუ ისე ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე საუბრიდან დაწყებული ბანალურ კამათამდე ზედმეტი ხარჯების გამო. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაცხარდეთ ასეთი ლაპარაკის დროს და მოერიდოთ უსარგებლო დეტალებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფაქტებზე გაამახვალითო ყურადღება. წყენასა და ურთიერთპრეტენზიებს სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია დღეს.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2021
დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე
კურო: თქვენ ხმაში მბრძანებლური ტონი გაიჟღერებს. გარშემომყოფებისთვის საკუთარ სიმართლის მტკიცებას დაიწყებთ და არაა გამორიცხული, რომ ზედმეტად გაცხარდეთ. თავდაჯერებული ბრძანდებით, ასი პროცენტით გჯერათ, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ. ირგვლივ მყოფებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ და დახმარების სურვილი არა აქვთ, რაც, შესაძლოა, საბოტაჟს დაემსგავსოს. დღე რომ უაზრო კამათში არ გავიდეს, უნდა მოთოკოთ თქვენი მღელვარება, შეაჩეროთ სხვებზე ზეწოლა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ამ ადამიანებთან შეთანხმება ჩხუბის გარეშე?
ტყუპი: კარგი დღეა იმისთვის, რომ ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას ხედავთ. რაზეც ვერ ბედავთ დალაპარაკებას, კითხვები, რომლების დასმაც გერიდებათ – ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გააკეთოთ უშიშრად. თქვენი განწყობაა, რომ იყოთ პატიოსანი, გულწრფელი და გამგები თანამოსაუბრე. ეს დაგეხმარებათ, რომ ისაუბროთ პრეტენზიების გარეშე თუნდაც ყველაზე ფაქიზ თემებზე.
კირჩხიბი: დღეს, შესაძლოა, რაღაც საკითხში თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, არაა გამორიცხული, რომ სულ სხვაგვარად დაინახოთ, მოულოდნელი მხრიდან შეხედოთ მას. ასევე შესაძლებელია, რომ რაღაც საკითხზე მოსაზრება შეიცვალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის, თუნდაც ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს თავში „დატრიალდეს“.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
ლომი: მზად ხართ, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩაუღრმავდეთ, თუნდაც სულ უბრალო და მცირე მნიშვნელობის საკითხი იყოს. გაურკვევლობა საქმეებში თუ სიტყვებში გაგაღიზიანებთ და იქამდე „იკირკიტებთ“ საკითხში, სანამ ყველაფერი ნათელი არ გახდება. ეს დაგეხმარებათ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი. თუმცა, იმდენ კითხვას დასვამთ დაზუსტების მიზნით, რომ გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ დასცინით მათ.
ქალწული: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რა არის ის, რისგანაც დიდი ხნის წინ უკვე უნდა გათავისუფლებულიყავით და ახლისთვის დაგეთმოთ ადგილი. შესაძლოა, უკან გექაჩებათ უკვე ყავლგასული რაღაც იდეები, განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი. არ არის გამორიცხული, რომ დღეს რომელიმე ილუზიასთან ან ოცნებასთან დამშვიდობება მოგიწიოთ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ წინ ნამდვილი პერსპექტივები გახსნათ.
სასწორი: დღეს არანაირ კომპრომისზე წასასვლელად არ ხართ მზად. თქვენი „დიახ“ ნიშნავს „დიახ“–ს და „არა“ – არას. მათ შორის სხვა არაფერი არსებობს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, რომ სამყარო შავ და თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან აუცილებლად წინააღმდეგობას გამოიწვევს. დღეს ძალზე ემოციური და სიმართლისმოყვარული ბრძანდებით, ამიტომ ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დამთავრდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა გათავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ – ეს დღეს ნამდვილად არ გამოგივათ.
ციფრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ
მორიელი: ექსპერტების მთავარი რჩევა დღეს ასეთია – არ იჩქაროთ არანაირი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ჯობს, დრო ინფორმაციის შეგროვებას დაუთმოთ. შესაძლოა, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან სათანადო ცნობები არ მოგეპოვებათ. შეცდომა არ დაუშვათ, დღეს ფაზლის ყველა დეტალი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საკითხის მცოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, მოიძიოთ და ჩაუსხდეთ წიგნებს, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ „ბრძოლის ველზე“ გასვლა.
მშვილდოსანი: დიდი ალბათობით, მოგიწევთ საკუთარი შეხედულების გადახედვა რომელიმე ადამიანზე, რამე მოვლენაზე ან პრობლემაზე. ეს, შესაძლოა, საკუთარი სურვილის მიუხედავად გააკეთოთ, უბრალოდ, სიტუაციის გამო რაღაც ფაქტები შეიძლება ჩაგივარდეთ ხელში, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ. ამან რომ მთელი დღე კალაპოტიდან არ ამოგაგდოთ, ჯობს, მოულოდნელობისთვის მზად იყოთ და აუცილებლობის შემთხვევაში რაღაც საკითხში მოქნილობა გამოავლინოთ.
თხის რქა: დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, სავარაუდოდ, ძალიან გაჯიუტდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალზე ემოციური ხართ და ყველაფერი ადვილად გწყინთ, არ არის გასაკვირი, რომ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს თქვენთვის შეინახოთ ძვირფასი, „ერთადერთი სწორი“ მოსაზრება და თუ მას ხმამაღლა გამოთქვამთ, მაშინ მზად იყავით, რომ კომპრომისზე წახვიდეთ და ბოდიშიც მოიხადოთ.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მერწყული: ყველაფერი წესრიგში და სისუფთავეში უნდა იყოს – სულშიც, ფიქრებშიცა და მუშაობის მხრივაც. ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ – სულ მცირე მტვრის ნაწილაკსაც კი და მთელი ძალით ცდილობთ დასუფთავებას. უმნიშვნელო არეულობას ან სიბინძურესაც კი გარშემომყოფების ნაკლოვანებების – მათი არაიდეალურად სუფთა საქციელისა და სიტყვების გამოვლენა შეუძლია. ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს ვინმემ ან რამემ შეაკავოს თქვენი მისწრაფება, რომ პირდაპირ მიახალოთ სათქმელი სისუფთავის „დამრღვევს“.
თევზები: დღეს უნარი გაქვთ, საქმის არსს ჩასწვდეთ და თითოეული საკითხი „ატომებისა და მოლეკულების“ დონეზე „დაშალოთ“. ამან, შესაძლოა, სრულიად ახალ, მათ შორის, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი, თუ მათ სხვა კუთხით შეხედავთ, ადრე უხილავ ნიუანსებს დაინახავთ. ასევე იქნება ადამიანებთან მიმართებითაც – ირგვლივ მყოფნი თქვენგან სულ უმნიშვნელო საიდუმლოსაც ვერ დამალავენ.
ყველა ახალი ამბავი
0