საქართველოში მიმდინარე კვირა უქმეა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2024
გამოწერა
წელს სააღდგომო უქმეები გრძელვადიანია, იგი 13 მაისამდე გრძელდება.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოში 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა - მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
საქართველოში სააღდგომო უქმეები 3 მაისს, წითელ პარასკევს დაიწყო და 6 მაისს დასრულდა - ამ დღეს საქართველოში საფლავთა კურთხევის დღე აღინიშნება.
9 მაისს კი ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0