ლადო აფხაზავას საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ

© Facebook / photo: Lado Apkhazava / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2024
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი - Sputnik. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და სცემეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ლანჩხუთში, ლადო აფხაზავას საცხოვრებელ სახლთან გუშინ დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც.
„საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასთან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინება დამიწყეს. არ მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ საბარგულიდან ამოიღეს კომბალივით დიდი ხის ჯოხები. რამდენიმე ადამიანი გამოგვეკიდა, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს ხელი", - განაცხადა აფხაზავამ.
მისი თქმით, თავდამსხმელები ლანჩხუთელები არიან, მის უბანში მცხოვრები ადამიანები.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ", სადაც აღნიშნულია, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა აფხაზავას სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.
„ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, - წერია განცხადებაში.
ლადო აფხაზავას თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0