თბილისი 2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე
ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2024
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთ მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 2026 წლის აპრილში თბილისში გაიმართება, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს პრესსამსახური.
შეთანხმება ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ გასულ კვირას ზაგრებში გამართულ კონტინენტურ პირველობაზე გაფორმდა. ინიციატივას მხარი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რვა მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა პირად ჩათვლაში ორი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირის დასკვნით დღეს კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლი - ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო - ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა.
ევროპის ძიუდოს კავშირმა ზაგრებში დააჯილდოვა ტატო გრიგალაშვილი ნომინაციაში „2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტი“, შალვა გურეშიძე - „წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი“, ხოლო საქართველოს შერეულ გუნდი დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო გუნდი“.
ყველა ახალი ამბავი
0