სამ თვეში საქართველოში ავარიების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2024
გამოწერა
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა, 1495 კი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 1136 მძიმე ავარია მოხდა, აქედან ნახევარი თბილისში. ავარიების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, მესამეზე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
1 იანვრიდან 31 მარტამდე დაღუპულთა საერთო რიცხვიდან სამი იყო ბავშვი, რომელთაგან ორი ფეხით მოსიარულე იყო. ავარიების შედეგად 168 ბავშვი დაშავდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ფეხით მოსიარულეებთან 359 შეჯახება მოხდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 370 დაშავდა, მათგან 48 ბავშვი.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო, მეორე ადგილზე საგზაო ნიშნების უგულებელყოფა, მესამეზე - გასწრება იყო.
ლეტალურად დასრულებული ავარიების უმეტესი ნაწილი ავტომობილებისა და მოტოციკლების მძღოლების მონაწილეობით მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0