თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა

© Sputnik / Alexander Imedashviliგაზაფხული თბილისში
გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2024
გამოწერა
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში 24 აპრილიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).

„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0